Wednesday, November 22, 2017

მდინარაძე პოლიტიკოსებს და ანალიტიკოსებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დასრულებულ სპეცოპერაციასთან დაკავშიებით ბრიფინგი გამართა და სპეცოპერაციის შედეგები შეაჯამა. მან მადლობა გადაუხადა ძალოვან უწყებებს და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს.
მდინარაძის განცხადებით, ფრაქცია უერთდება პრემიერმინისტრის მიმართვას, რომ პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა თავი შეიკავონ პოპულისტური და ნაჩქარევი განცხადებებისგან, რადგან საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით დაწყებული სპეცოპერაცია, 20 საათის შემდეგ, დღეს დასრულდა.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. სუსის ინფორმაციით სპეცოპერაციის დროს დაიღუპასპეცრაზმის 1 თანამშრომელი და დაიჭრა - 2. ამასთნავე, დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.
სპეცოპერაციის შედეგები შეაფასა საქართველოს პრემიერმინისტრმაც. მისი განცხადებით, საფრთხე განეიტრალებულია და ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოა
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment