👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა თალიბების დასასუსტებლად ორწლიანი გეგმა წარადგინა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
გეგმის მიზანია დაეხმაროს ავღანეთის უშიშროების ძალებს დაიბრუნოს კონტროლი ქვეყნის სულ მცირე 80%-ზე მაინც და თალიბების რაოდენობა შეამციროს სულ მცირე 10%-მდე.
გამოცემის ცნობით, გეგმა ამბიციურია, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით ექსტრემისტები ავღანეთის 40%-მდე აკონტროლებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აგვისტოში გამოაცხადა ახალი სტრატეგია ავღანეთისათვის, რის შემდეგაც ამ ქვეყანაში გააგზავნა დამატებით 3000 ჯარისკაცი. ამჟამად ავღანეთში 14 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მსახურობს.
ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) თავის ყველაზე გამოცდილ სამხედროებს ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება "თალიბანის" წინააღმდეგ სპეცოპერაციისთვის გაგზავნის.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment