Tuesday, November 21, 2017

"ბავშვები გვყავს. ხალხში პანიკაა!”-სპეცოპერაციის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხი გაყვანას ითხოვს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი კორპუსებიდან მათ გაყვანასაც ითხოვს. 

როგორც ისინი აცხადებენ, ადგილობრივების ევაკუაცია მხოლოდ იმ ერთი კორპუსის სადარბაზოდან განხორციელდა, რომელშიც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, დანარჩენი სადარბაზოების მცხოვრებლებს კი სამართალდამცავები საცხოვრებლის დატოვების საშუალებას არ აძლევენ, ვინაიდან კორპუსების შესასვლელები ბლოკირებულია.

"ბავშვები გვყავს. ხალხში პანიკაა. ვითხოვთ, რომ ჩვენც გაგვიყვანონ ადგილიდან", - განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
მათივე ინფორმაციით, სპეცოპერაციის ადგილზე წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა.
ambebi.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment