ოჯახურ ძალადობაში ბრალდების გამო თეთრი სახლის 2 თანამშრომელი გადადგა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
7 თებერვალს თეთრი სახლის სამდივნოს ხელმძღვანელი რობ პორტერმა თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ის თავისმა ორმა ყოფილმა ცოლმა ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა.
გუშინ კი პრეზიდენტის რეზიდენციის მიერ გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ თეთრ სახლს კიდევ ერთი თანამშრომელი სფიჩრაითერი დევიდ სორენსენი ტოვებს.
Washington Post-ის ცნობით, სორენსენის ყოფილი ცოლის მტკიცებით, ქორწინებაში ყოფნის დროს ის ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.
თავად თეთრი სახლის თანამშრომელი ყოფილი ცოლის ბრალდებას უარყოფს და ძალადობრივ ქმედებებში პირიქით, ყოფილ ცოლს ადანაშაულებს.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment