Sunday, February 18, 2018

„ინტერი“ საქართველოში საზაფხულო სკოლას ხსნის


ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთი“ მილანის „ინტერის“ პარტნიორი გახდა. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.
ორგანიზაციის დამფუძნებლის, ლევან სეთურიძის თქმით, შეხვედრები მილანის „ინტერის“ ოფისში „ნერაძურის“ ადმინისტრაციის უფროს ჯოვანი გარდინთან, ფრანჩესკო ტოლდოსთან და აკადემიის ხელმძღვანელებთან გაიმრთა .
მისივე თქმით, ოფიციალურად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შედეგადაც „ინტერის“ აკადემია საქართველოში საზაფხულო სკოლას მოაწყობს, ასევე დაიგეგმა სხვადასხვა საინტერესო პროექტები, რომელთა შესახებაც ორგანიზაცია უახლოეს დღეებში ისაუბრებს.
პროექტში მონაწილე ბავშვებს იტალიელები საუკეთესოებს შეარჩევენ და „ინტერის“ აკადემიაში სტაჟირებაზე მიიწვევენ. პროექტის განხორციელება კი 2018 წლის ზაფხულში დაიწყება.
გასულ წელს, ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთის“ მიწვევით, „ინტერის“ საზაფხულო სკოლების კოორდინატორი ანდრია რატი თბილისში ჩამოვიდა და თბილისის ზღვასთან მდებარე „ზესტაფონის“ საფეხბურთო ბაზა მოინახულა.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment