Tuesday, February 20, 2018

სუბარი: შს მინისტრის მოადგილე გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლების საკითხს სწავლობს

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებასგამოეხმაურა. საქმე შეეხება თავშესაფრის მაძიებლებს. სუბარი ფიქრობს, რომ საქართველოს მოქალაქეები შეგნგენის ზინაში გადაადგილებას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდნონ.
"თითოეული მოქალაქე მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის ქმედებას. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად და მიღებული იქნება ყველა ზომა, საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე, საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებაზე. თუმცა მთავარი მაინც არის ის, რომ მოქალაქეებმა, ყველამ შევიგნოთ, რომ ჩვენი ქმედებით ვვნებთ მთელ ქვეყანას. ამ ფორმით წასული ადამიანი იქ ვერ დარჩება და საბოლოოდ, ვერანაირ თავშესაფარს ვერ მოიპოვებს.
იმ დღიდან, რაც მათი დეპორტაცია მოხდება, პრაქტიკულად, სამუდამოდ აეკრძალებათ საზღვრებიდან გასვლა. ამის გააზრება, ვფიქრობ, ყველაზე საუკეთესო რამ არის"- განაცხადა სოზარ სუბარმა.
სუბარის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (ნინო ჯავახაძე) სწორედ ამიტომ იმყოფება გერმანიაში. მას არაერთი შეხვედრა ექნება სხვადასხვა მხარეში, რათა ერთობლივი ზომები დაიგეგმოს.
გერმანიის შსს-ის ცნობით, გერმანიაში გამოვლენილი ქართველი დამნაშავეების 60% თავშესაფრის მაძიებელია. 
სტატისტიკური ინფორმაციით,  თავშესაფრის მაძიებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი განაცხადის დაკმაყოფილების შანსი 2 ათასში 80-ია. 
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა. 2016 წელს თავშესაფრის მისაღებად განაცხადი 625-მა მოქალაქემ შეავსო, 2017 წელს კი მსურველთა რაოდენობა - 1570-მდე გაიზარდა. ქართველებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია მოხვდა. პრობლემად ისევ დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობა. ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. ამ ფონზე საქართველოს მთავრობა სანქციების გამკაცრებაზე დაფიქრდა. მთავრობის წევრები მოქალაქეებს ამ მონაპოვარის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment