Tuesday, February 20, 2018

აშშ საუდის არაბეთს გუანტანამოს ციხის პატიმარს გადასცემს

აშშ საუდის არაბეთს გუანტანამოს ციხის პატიმარს უახლოეს მომავალში გადასცემს. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ეს იქნება პატიმრის მესამე ქვეყნისთვის გადაცემის პირველი შემთხვევა. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, სამხედრო-საზღვაო ძალების პირველი რიგის კაპიტანმა, სარა ჰიგინსმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში იმედოვნებენ, რომ გადაცემის პროცესი მალე ჩატარდება. ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო და ბოლო ვადად 20 თებერვალი იყო დასახელებული, თუმცა, ამ დროისთვის აჰმედ ად-დარბის გადაცემა ვერ მოხდა, ვინაიდან აშშ პატიმრის შენახვაზე საუდის არაბეთიდან გარანტიების მიღებას ელოდა.
ად-დარბიმ დანაშაული სამხედრო კომისიის წინაშე 2014 წელს აღიარა. მას ბრალი ფრანგულ ტანკერზე თავდასხმაში ედება.
კუბაზე, გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო ტერორისტების ციხე 2002 წელს გაიხსნა. მისი დახურვა ბარაკ ობამას ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. 2016 წლის ბოლოს, ობამამ იმის მიუხედავად, რომ კონგრესმა გუანტანამოს ციხის დახურვის დაფინანსებაზე უარი თქვა, პირობა დადო, რომ გააგრძელებს ამ ციხის მსჯავრდებულთა სხვა ქვეყნებში გადაყვანას. 
დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ განაცხადა, რომ გუანტანამოს ციხის დახურვას არ ემხრობა, რადგან ეს აშშ-ისთვის საფრთხე იქნება. ამ ეტაპზე, ციხეში 41 მსჯავრდებულია. 
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment