Sunday, February 25, 2018

თბილისის ზოოპარკი 91 წლისაა

თბილისის ზოოპარკი 91 წლისაა. დღევანდელი დღისთვის ზოოპარკში ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს. ამის შესახებ 1tv წერს.
ზოოპარკის სტუმრების მხიარულ განწყობაზე ცხოველების ფორმებში გამოწყობილი ანიმატორები ზრუნავენ.
ცხოველებთან დაკავშირებულ თემატურ სადგურებზე ბავშვები თამაშობენ ვეტექიმობანას, ეცნობიან ცხოველების საბინადრო არეალს, ნაფეხურებსა და ხმებს, აფერადებენ, ამზადებენ ნიღბებსა და ბუშტების ფიგურებს, აწყობენ ფაზლებს, ჯირითობენ ხის ცხენებზე.
ღონისძიება 13:00 საათიდან 17:00 საათამდე გაგრძელდება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment