Thursday, February 22, 2018

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ტრანსპორტირება გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ტრანსპორტირების მაჩვენებელი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო ტრენდი, აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურზე დაყდნობით ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის იანვარში ბაქო-თბილისის-ჯეიჰანისნავთობსადენმა 2,9 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირება უზრუნველყო, 2017 წლის იანვარში ამ მაჩვენებელმა 2,84 მლნ ტონა შეადგინა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი ნავთობის კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორის ტრანსპორტირების პირველი და უმოკლესი მარშრუტია.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მილსადენის სრული სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან, 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე და 1076 კილომეტრი თურქეთში გადის.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment