Wednesday, February 21, 2018

მედია: ნიგერიაში ერთ-ერთი სკოლიდან ტერორისტებმა 90-ზე მეტი გოგო გაიტაცეს

ნიგერიის შტატ იობეში, ერთ-ერთი სოფლის სკოლიდან ტერორისტების თავდასხმის შემდეგ 90-ზე მეტი მოსწავლე გოგო დაიკარგა. ინფორმაციას the-star -ი ავრცელებს.

ტერორისტები სოფელში სატვირთო ავტომობილებით მივიდნენ და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით იყვნენ შეიარაღებულები. ისინი პირდაპირ სკოლისკენ გაემართნენ და ცეცხლი გახსნეს.
სააგენტო "როიტერი"  დაკარგული მოსწავლეების მშობლებს და თვითმხილველებს ესაუბრა, ერთმა თვითმხილველმა თქვა, რომ მან დაინახა, როგორ ტიროდნენ გოგოები, ყვიროდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.
ნიგერიის უსაფრთხოების სამსახურში საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
მანამდე, 2014 წელს ქალაქ ჩიბოკიდან ტერორისტებმა 270-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment