Wednesday, February 21, 2018

ევროკომისიის ახალ მდივნად იუნკერის აპარატის ხელმძღვანელი დაინიშნა

ევროკომისიის ახალ მდივნად ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის აპარატის ხელმძღვანელი მარტინ სელმაიერი დაინიშნა. ინფორმაციას ევროპის კომიის ვებგვერდი ავრცელებს.
ამასთან, ჟან-კლოდ იუნკერის გადაწყვეტილებით, მის აპარატს ისევ კლარა მარტინეზ ალბეროლა უხელმძღვანელებს. ამ თანამდებობას მანამდე მარტინ სელმაიერი იკავებდა, თუმცა 2017 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Brexit-ის შესახებ ტერეზა მეიმ ჟან-კლოდ იუნკერს დახმარება სთხოვა. მაშინ ითქვა, რომ ამ ცნობამ სწორედ სელმაიერის აპარატიდან გაჟონა.
ევროკომისიის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალაში პირველი მარტიდან შევა. 
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment