Tuesday, February 20, 2018

ირაკლი კობახიძემ რეფატ ჩუბაროვთან ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხი განიხილა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პარლამენტის წევრს, ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარეს რეფატ ჩუბაროვს შეხვდა.
შეხვედრაზე მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა განიხილეს.
მხარეების განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას საერთო გამოწვევები და მიზნები აკავშირებს და ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინირებულ მუშაობას.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო გმობს ყირიმის ანექსიას და რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული რეგიონებთან დაკავშირებით გამოხატული პოზიციისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
გამოწვევებზე საუბრისას, ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების გზა რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოში რუსეთის დაბრუნებაზე გადის.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და უკრაინა საერთო მიზნების მისაღწევად მჭიდრო თანამშრომლობასა გააგრძელებენ.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/


No comments:

Post a Comment