Monday, February 26, 2018

FIBA: თბილისური მატჩი სამეულში შევიდა

მუნდიალზე მოსახვედრად, რომელიც ყველა კონტინენტზე მიმდინარეობს თბილისური მატჩი სამეულში შევიდა. ამის შესახებ Fiba წერს.
საქართველოსა და გერმანიის მატჩს ფიბა-ს ოფიციალური მონაცემებით 8 000 მაყურებელი დაესწრო, თუმცა ყველამ დაინახა, რომ სპორტის სასახლეში გაცილებით მეტი გულშემატკივარი იმყოფებოდა.
ფიბას საიტზე გამოქვეყნებული სტატია, რომელსაც მთავარ ფოტოდ სავსე სპორტის სასახლე ერთვის, ასეა დასათაურებული: "მაყურებლები აგრძელებენ ეროვნული გუნდების მხარდაჭერას". გულშემატკივრები საკუთარ ნაკრებთა მხურვალე მხარდაჭერას მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯრის მატჩებშიც აგრძელებენ. კვირას, მანილას "აზიის არენაზე" ფილიპინების იაპონიაზე გამარჯვების მოწმე გახდა 10 000-ზე მეტი გულშემატკივარი. 
8 000 ადამიანი შეიკრიბა თბილისის სპორტის სასახლეში G ჯგუფის საინტერესო: საქართველო-გერმანიის მატჩზე, თუმცა გულშემატკივარმა მასპინძელი გუნდის გამარჯვება ვერ იზეიმა.
ქალაქ პერმის დარბაზმა კი 7 500 გულშემატკივარი შეკრიბა, რომლებიც მოწმენი გახდნენ რუსეთის ეროვნული გუნდის ბოსნია-ჰერცეგოვინაზე გამარჯვების. რუსების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი ბაზარევიჩმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს მხურვალე ქომაგობით მიღებული ენერგიისთვის, რამაც მის გუნდს ძალიან საჭირო გამარჯვება მოაპოვებინა. 
მაყურებელთა აქტიურობამ ითამაშა ასევე მნიშვნელოვანი როლი ფინეთის ნაკრებისთვის, რომელმაც 5 300 მაყურებლის თვალწინ ბოლო პერიოდში გატეხა ბულგარეთის წინააღმდეგობა და გაიმარჯვა.
ამასობაში, ქალაქ ნანსის დარბაზში 5 700 მაყურებელი შეიკრიბა და საფრანგეთის ნაკრებს მიყოლებით მეორე საშინაო გამარჯვება იზეიმა – ამჯერად ბელგიასთან.
ასევე სავსე იყო ქალაქ მონტერეის Gimnasio Nuevo Leon Unido-ს არენა, სადაც მექსიკამ პუერტო რიკოსთან 80:100 წააგო. შეივსო ბუენოს აირესის Carlos Guerrero Stadium-იც, რომელშიც ურუგვაიმ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა მასპინძელ არგენტინასთან.
კულმინაცია დაფიქსირდა ბრაზილიაში, სადაც ქალაქ ჟოანიუს არენაზე 10 500-ზე მეტი მაყურებელი მივიდა ჩილეს ნაკრებთან მატჩზე დასასწრებად, რომელიც ბრაზილიელებმა მოიგეს და დაუმარცხებლად ლიდერობენ თავის ქვეჯგუფში.
მაყურებელთა ფანტასტიკური აქტივობის გაგრძელებაა სავარაუდო 26 თებერვალს ტრევიზოში, სადაც მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ფანჯრის ბოლო, იტალია – ჰოლანდიის მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია. 
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment