Sunday, February 18, 2018

ბრიტანელმა ეზოში ზვიგენი იპოვა

ბრიტანელმა საკუთარ ეზოში კატისებრი ზვიგენი აღმოაჩინა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. 
შემთხვევა კენტის საგრაფოში მდებარე ქალაქ უისტაბლში მოხდა. ჯეიმს ჰილის თქმით, ის სამზარეულოში ჩაის მიირთმევდა, როდესაც მამამ უთხრა, რომ სახლის უკანა ეზოში ზვიგენი იპოვა.
როგორც მამა-შვილი მიიჩნევს, მტაცებელი თევზი შესაძლოა თოლიას გაუვარდა, რომელმაც ნადავლის გადატანა სიმძიმის გამო ვერ მოახერხა.
ჰილის თქმით, 60-სანტიმეტრიანი კატისებრი ზვიგენი უკვე მკვდარი იყო.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment