Friday, February 23, 2018

მისისიპიში შარდის გაყალბების წინააღმდეგ კანონპროექტზე მუშაობენ

აშშ-ის შტატ მისისიპიში ბიზნესმენენი და კანონმდებლები მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც ადამიანის სინთეტიკური შარდრის გაყიდვას, ან გამოყენებას აკრძალავს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
ხელისუფლების ცნობით, ხელოვნურ შარდს იმისთვის ყიდულობენ, რომ ნარკოტიკებზე ტესტში გამოიყენონ და შედეგები გააყალბონ. ის მთელ შტატში, მაღაზიებში იყიდება. მას თან ახლავს ჩვეულებრივი ინსტრუქცია, ჯიბის გამათბობელი და თერმომეტრი. ერთადერთი, რაც მყიდველმა უნდა გააკეთოს, მისი გათბობაა.
ტელეარხის ცნობით, სინთეტიკური შარდის შემადგენლობაში სხვადასხვა სახის ქიმიურ საშუალებაა.
შტატის პარლამენტში კანონპროექტის იდეას მხარს უჭერენ. დოკუმენტის მიხედვით, ამ სითხის გაყიდვა 6 თვით თავისუფლების აღკვეთით და 1000 დოლარამდე ჯარიმით დაისჯება.
ხელოვნური შარდის გაყიდვა და გამოყენება აშშ-ის 13 შტატში აკრძალულია. მსგავს კანონპროექტს კოლორადოს შტატშიც განიხილავენ
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment