Tuesday, February 20, 2018

გერმანიის შსს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკას აქვეყნებს

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა გაასაჯაროვა. შესაბამისი ინფორმაცია გერმანიის შსს-დან გამოცემა Die Welt-მა გამოითხოვა.

გერმანიის შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 238-მა მოქალაქემ მოითხოვა, შემდეგ თვეებში აღნიშნული რიცხვი იზრდებოდა. კერძოდ, ოქტომბერში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 355, ნოემბერში - 444, დეკემბერში - 522, იანვარში კი - 745 შეადგინა.

გერმანიის პარლამენტში „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ ფრაქციის სპიკერის სტეფან მაიერის განცხადებით, ეს საკითხი დროულ მიდგომას საჭიროებს.

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

 

„თუ სიტუაცია დროულად არ გამოსწორდა, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და კვლავ შემოიღოს სავიზო რეჟიმი“, - განუცხადა მან Die Welt-ს.
ipn.ge

No comments:

Post a Comment