Sunday, February 18, 2018

რუსეთის მსგავსად, "სტალინის სიკვდილის" ჩვენება აზერბაიჯანშიც აკრძალეს


აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ, რუსეთის მსგავსად, ქვეყნის კინოთეატრებში "სტალინის სიკვდილის" ჩვენება აკრძალა. გადაწყვეტილება ფილმის პრემიერის დღეს გახდა ცნობილი. ინფორმაციას JAMnews-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პრემიერამდე ერთი დღით ადრე აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ ფილმის დახურული ჩვენება გამართა და მისი კინოთეატრებში ჩვენების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
საბჭოთა ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ პერიოდზე -სტალინის სიკვდილზე გადაღებული ფილმი პოლიტიკური შეხლა-შემოხლის კომედიური ვერსიაა. ფილმი ბრიტანელმა რეჟისორმა, არმანდო იანუჩიმ, ფრანგი სცენარისტის ფაბიენ ნურის გრაფიკული რომანის მიხედვით შექმნა. ფილმი სტალინის მოულოდნელ სიკვდილს და 1953 წლის შემდეგ გამეფებულ პოლიტიკურ ქაოსს ასახავს.
ფილმის ჩვენება რუსეთში 23 იანვარს აიკრძალა. კულტურის მინისტრი ვლადიმერ მედინსკი ამბობს, რომ ფილმის ჩვენება სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების 75 წლისთავის წინ გამართლებული არ არის. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში შედგა. ფილმი ასევე აჩვენეს ბელარუსის კინოთეატრებშიც. 
კომედიაში მთავარ როლებს ასრულებენ სტივ ბუშემი, ტიმოტი დალტონი, ოლგა კურილენკო და მაიკლ პეილინი. ფილმი იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდგომ დღეებზე გვიყვება. 
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/


No comments:

Post a Comment