Sunday, February 18, 2018

საუდელ ქალებს კაცის ნებართვის გარეშე ბიზნესის დაწყების უფლება მისცეს

საუდის არაბეთში ქალებს, თავიანთი მეურვე კაცის ნებართვის გარეშე ბიზნესის დაწყების უფლება პირველად მიეცათ. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ქვეყნის კომერციისა და ინვესტიციების სამინსიტრო ავრცელებს.
"ამიერიდან მეურვის ნებართვა საჭირო აღარ იქნება. ქალებს თავიანთი ბიზნესის დაწყება თავისუფლად შეეძლებათ", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამგვარად, საუდის არაბეთში მაცხოვრებელ ქალებს, ფირმის რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტების შეტანა კაცის ნებართვის გარეშე შეეძლებათ. 
საუდის არაბეთში, აქამდე არსებული მეურვეობითი და მზრუნველობითი სისტემის თანახმად, ქალები ვალდებულნი იყვნენ წარედგინათ დოკუმენტაცია, რომელზეც მეურვის ხელმოწერა იქნებოდა. ქალის მიერ შეტანილ ნებისმიერი სახის სახელმწიფო დოკუმენტაციაზე, მათ შორის სამოგზაურო დოკუმენტებზეც, ქმრის, მამის ან ძმის ხელმოწერა უნდა ყოფილიყო.
13 იანვარს საუდის არაბეთში ქალები ფეხბურთის მატჩს პირველად დაესწრნენ. გასული წლის 26 სექტემბერს კი საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმებების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ.
საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქალებს მანქანის ტარება ოფიციალურად ეკრძალებოდათ.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment