Tuesday, February 20, 2018

შიდა ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

შიდა ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემ თანამდებობა დატოვა. გუბერნატორის თქმით, ოქრომელიძე მუშაობას ფინანსთა სამინისტროში განაგრძობს. ინფორმაციას droa.ge ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გუბერნატორის კახა სამხარაძის თქმით, პრემიერმინისტრის აპარატის რეკომენდაციით, გუბერნატორებს ოთხის ნაცვლად სამი მოადგილე ეყოლებათ. თუმცა გამოცემა ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ცნობა იმის შესახებ, რომ გუბერნატორის მეოთხე მოადგილის შტატი გაუქმდა, სიმართლეს არ შეესაბამება. პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ, 2018 წლის 29 იანვარს გამოცემული განკარგულების მიხედვით, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ოთხი მოადგილის შტატია დამტკიცებული. ეს დადგენილება საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.
კახა სამხარაძემ ოქრომელიძის გათავისუფლების გადაწყვეტილება 19 თებერვლის საღამოს მიიღო. შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს თბილისში, პარლამენტის შენობაში რწმუნებულ-გუბერნატორები პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ და რეგიონებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment