Thursday, February 15, 2018

თბილისის მე-9 საჯარო სკოლას ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა

თბილისის N9 საჯარო სკოლას ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.
ნოდარ ახალკაცი თბილისის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი იყო. გუნდს სათავეში ედგა 1976–1983 და 1985–1986 წლებში. მისი ხელმძღვანელობით „დინამომ“ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი (1978), 2-ჯერ საბჭოთა კავშირის თასი (1976, 1979) და თასების მფლობელთა თასი (1981).
25 იანვარს ნოდარ ახალკაცის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ეს ქუჩა დიღმის მასივში, საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზასთან მდებარეობს. 14 თებერვალს კი, ლაგოდეხ მისი სახელობის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment