რამდენიმე თვიანი მოლაპარაკების შემდეგ Bitfury ჯგუფმა თბილისში, გლდანში მდებარე დატა ცენტრი გაყიდა. ცენტრის ახალი მფლობელი აზიური Chong Sing Holdings-ია.
Bitfury-ის აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ვავილოვის განცხადებით, დატა ცენტრის გაყიდვა, აზიის ბაზარზე კომპანიის გაფართოვებას ემსახურება მიზნად.
„გარიგება აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას ჩინელ პარტნიორებთან და ეხმარება კომპანიას გააგრძელოს წარმატებული გაფართოვება აზიის ბაზარზე“, - განაცხადა ვავილოვმა.
2018 წლის იანვრის დასაწყისში გავრცელდა ხმა იმის შესახებ, რომ Bitfury-ის მაინინგის ცენტრების გამო, ელექტროენერგიის საფასური მოსახლეობას გაუძვირდა, თუმცა კომპანიამ ეს ინფორმაცია უარყო. დენის ტარიფის გაძვირებას "ევროპული საქართველო" გლდანში მდებარე ბიტკოინის მაინინგისთვის საჭირო ცენტრს უკავშირებდა.
მაინინგი ციფრული ვალუტის ახალი მონეტების შექმნის და ტრანზაქციების განხორციელებისთვის აუცილებელი პროცესია. ეს არის სქემა, რომელიც გულისხმობს უამრავ გამოთვლით ოპერაციას, რაზეც ძალიან დიდი რაოდენობით ენერგია იხარჯება.
მაინინგი ციფრული ვალუტის ახალი მონეტების შექმნის და ტრანზაქციების განხორციელებისთვის აუცილებელი პროცესია. ეს არის სქემა, რომელიც გულისხმობს უამრავ გამოთვლით ოპერაციას, რაზეც ძალიან დიდი რაოდენობით ენერგია იხარჯება.
საქართველო ბიტკოინის მომპოვებელი ე.წ. მაინერების რაოდენობით, ჩინეთთან და აშშ-სთან ერთად, მსოფლიო სამეულში შედის. ბიტკოინის მაინერი კომპანიები ისეთ ქვეყნებშია თავმოყრილი, რომლებშიც ტექნოლოგიები ძალიან განვითარებულია, ელექტროენერგია კი - იაფი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment