Friday, February 9, 2018

კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ფხენიანში მიიწვია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ფხენიანში მიიწვია. ამის შესახებ განცხადება სეულში გაკეთდა, ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით, მუნ ჯე ინის კიმ ჩენ ინის გზავნილი ჩრდილოეთ კორეის ოლიმპიურ დელეგაციასთან შეხვედის დროს გადასცეს. 
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დაც ესწრებოდა. 
17 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ოლიმპიადაზე „საერთო კორეული“ დროშით იასპარეზებდა. ამ ფაქტს მსოფლიო მედიის აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. მედიამ მომხდარი ჩრდილოეთ კორეის „ბირთვული ამბიციების“ შემცირებას დაუკავშირა.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გუშინ გაიხსნა
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment