ტესტირების
დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას
იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ
მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.
დამამთავრებელი
კლასების მოსწავლეებისათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
ვებგვერდზე www.naec.gov.ge თითოეული საგანისათვის დამატებითი ნიმუშები
მომდევნო კვირას გამოქვეყნდება. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი
ნიმუშები მასწავლებლებთან ერთად განიხილონ. ეს მაგალითები მათ დაეხმარებათ
სწორი წარმოდგენა შეიქმნან საგამოცდო დავალებებზე.
გამოსაშვები
გამოცდები წელსაც ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდება. მე-11
კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომელთა
სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4
საგანში კი ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური
ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან.
სკოლის
დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული
მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების
ქართული ვერსია - ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და
გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.
naec.ge
No comments:
Post a Comment