Tuesday, February 13, 2018

საუდის არაბეთში ქალებს გამომძიებლად მუშაობის უფლება მისცეს

საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურატურამ გამომძიებლის პოსტის დასაკავებლად ქალებისთვის კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ Arabnews-ი წერს. 
კონკურსში მონაწილეობას მხოლოდ საუდის არაბეთის მოქალაქეობის და უმაღლესი განათლების მქონე ქალები შეძლებენ. გასაუბრების გარდა, კონკურსანტებმა ტესტები უნდა ჩააბარონ  და ფიზიკური მომზადება გაიარონ. 
თებერვლის დასაწყისში საუდის არაბეთში ქალებს ქალებს კვების ობიექტებში მუშაობის უფლება მისცეს
13 იანვარს ქალები ფეხბურთის მატჩს პირველად დაესწრნენ. გასული წლის 26 სექტემბერს კი საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმებების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment