Friday, February 9, 2018

ბურჭულაძემ გამოკითხვის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა

გამორიცხულია, რომ ჩემს მიმართ აღიძრას საქმე, მე მინდა ეს ლაქა ფონდ იავნანას მოვაშორო, შეიძლება ეს კეთდება ჩემ გამო-ასე უპასუხა პაატა ბურჭულაძემ დასმულ კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი რომ საქმე მის წინააღმდეგ აღიძრას.

მსოფლიო ბანმა გამოკითხვისას 5 წუთიანი შესვენება ითხოვა. ბურჭულაძის მოწმის სტატუსით გამოკითხვა რამდენიმე წუთში განახლდება.
“მიმდინარეობს ყველაფერი ძალიან კორექტულად, ძალიან საქმიანად, დღევანდელი შეხვედრა დგება და აქ ყველაფერს დაესმება წერტილი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით”- განაცხადა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძის თქმით, დღევანდელი გამოკითხვა არ უკავშირდება წარსულში მის პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა ვარაუდობს რომ პროცესი სწორედ ამ მიმართულებით მიდის.

5 თებერვალს პაატა ბურჭულაძის შვილებმა პროკურატურას მიმართეს. ალექსანდრე და შუქრი ბურჭულაძეები მიიჩნევენ, რომ მათ მობილურ ტელეფონში შეღწევას ცდილობდნენ, რაც შესაძლოა კიბერდანაშაულთან იყოს კავშირში.

მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment