ნარკომანიის საკითხი საქართველოში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა, ერთი, რაც იკვეთება, არის ის, რომ ნარკოტიკის მოხმარების დაწყება ძირითადად ინფორმაციის დეფიციტითაა გამოწვეული.
აგრეთვე, არასწორად გავრცელებული ცნობები ,,მძიმე“ და ,,მსუბუქი“ ნარკოტიკების შესახებ, ხშირად ლეტალური შედეგებითაც კი სრულდება.
,,დოქტრინა“ გთავაზობთ სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობილ მასალას ნარკოტიკების, უფრო კონკრეტულად კი, მარიხუანას ზემოქმედებისა და შედეგების შესახებ.
მარიხუანა (პლანი, ანაშა, ჰაშიში, კანაფი, კანაბისი):
ხშირად გსმენიათ ალბათ, რომ ეს არის მცენარე, ბალახი, სარეველა, მაგრამ, ყელაფერთან ერთად, ეს ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი კანაფის ფოთოლია, რომელიც თავის ტვინზე ზემოქმედებს.
საინტერესოა, რომ სხვადასხვა ადამიანზე მარიხუანა სხვადასხვანაირად ზემოქმედებს. როგორც წესი, ის ,,ურტყამს“ თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც მეხსიერებას, ემოციებსა და განსჯას აკონტროლებს. აგრეთვე, არღვევს ტვინის იმ უბნების მოქმედებას, რომლებიც კოორდიაციას განაგებენ, რაც იწვევს მოძრაობის დარღვევას და ქმნის ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ რისკს.
ის, რომ მარიხუანას ერთჯერადმა მოწევამ შეიძლება ვინმესთვის უპრობლემოდ ჩაიაროს, არ ნიშნავს, რომ მისი მოხმარება არ ქმნის რაიმე სერიოზულ რისკს. მეცნიერების მტკიცებით, ერთმა მოწევამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზის მაგვარი მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობითი და სმენითი მოჩვენებები და შიშები. მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ მარიხუანას უვნებლობის შესახებ არანაირი დამამტკიცებელი დებულებები არ არსებობს.
როგორც ბოლო კვლევებმა დაადასტურა, მარიხუანას მოწევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შედეგი ფსიქიკური აშლილობებია, მათ შორის, შიზოფრენია, რომელიც განსაკუთრებით მოზარდებში ვითარდება. ,,ჰაშიშური ფსიქოზი“ ხელს უწყობს შიზოფრენიის განვითარებას.
მაირიხუანას მოხმარება ცენტრალური ნერვული სისტემის, კერძოდ კი – თავის ტვინის შეუქცევად ცვლილებებს იწვევს. ამ ცვლილებების ზეგავლენით კი, ქვეითდება მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაციის უნარი, მცირდება ტვინის უჯრედების რაოდენობა, რომელიც მონაწილეობს აზროვნების ყველა პროცესში, აზროვნება ნელდება, აღქმა მოშლილია. დროში გახალგრძლივებული მოხმარება მამაკაცებში პოტენციის დაქვეითებას იწვევს.
მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის კვლევებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მარიხუანას აბსოლუტური უვნებლობის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს.
მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის სიმპტომებია:
თვალების ლორწოვანი გარსის გაწითლება, ანთება, გუგების გაფართოვება, გულისცემის აჩქარება, მომატებული არტერიული წნევა, მოდუნება, გადაადგილების შენელება და მოქმედების დარღვევა, თავის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა, თვავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, შიმშილის გრძნობა, გონებრივი და ფიზიკური აქტივობის დარღვევა, უაზროდ ბევრი ლაპარაკი, ეიფორია, შფოთვა და ღელვა მონაცვლეობით ინდეფერნტიზმთან (განურჩევლობასთან), დროისა და სივრცის შეგრძნების დარღვევა, სმენისა და მხედველობის პათოლოგიური შეცვლა, მოჩვენებები.
ეს არის მრვაალჯერად კვლევებზე დაყრდნობილი ანალიზი, დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია…
No comments:
Post a Comment