ამერიკულმა სასამართლომ, 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისთვის, კომპენსაციის სახით ირანის ხელისუფლებას მილიარდ დოლარამდე გადახდა დააკისრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი და ირანის ცენტრალური ბანკი, 1008 ადამიანის სიკვდილში დამნაშავეებად ცნეს.
კომპენსაციის ზომები განსხვავდება: 12,5 მილიონი დოლარი უნდა გადაეცეს გარდაცვლილების მეუღლეებს, 8,5 მილიონი დოლარი მშობლებსა და ბავშვებს, ხოლო 4,25 მილიონი დოლარი - ძმებსა და დებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტერორისტულ დაჯგუფება "ალ ქაიდას" თეირანი ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა.
2001 წლის 11 სექტემბერს, დილით, ალქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე - დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი - ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment