Friday, May 4, 2018

სკოლების უძრავ და მოძრავ ქონებას 2019 წლისთვის მუნიციპალიტეტები განკარგავენ


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, მუნიციპალიტეტებს სკოლების ინფრასტრუქტურისა და მისი მოვლისა და დაფინანსების უფლება სრულად 2019 წლისთვის გადაეცემათ. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ი წერს.
კანონპროექტი პარტლამენტს შემოდგომაზე გადაეგზავნება.
მურღულიას განმარტებით, დეცენტრალიზაციის პროცესი საბოლოოდ გულისხმობს, რომ უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა, მათ შორის იჯარა, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მიღმა, მუნიციპალიტეტების საქმე იქნება.
ამასთან, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ რისკების თავიდან ასაცილებლად, სკოლებმა საკუთარი ფართი სხვა შეუსაბამო ბიზნესს არ დაუთმონ. პირველ რიგში, იქნება კანონი, შემდეგ კი სტანდარტი, რომელსაც განათლების სამინისტრო დაადგენს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment