დედამიწის ყოველი ათი მცხოვრებიდან, ცხრა დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. ექსპერტების განცხადებით, ყველაზე რთული ვითარება კვლავ აზიასა და აფრიკაშია.
დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ნათქვამია, რომ დაბინძურებული ჰაერის გამო, ყოველ წელს დედამიწაზე მცხოვრები შვიდი მილიონი ადამიანი იღუპება. მედიკოსების განცხადებით, გულის სხვადასხვა დაავადებების, ინსულტისა და ფილტვების კიბოს გამომწვევი ძირითადი მიზეზი დაბინძურებული ჰაერია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment