ბრიტანელი ჯაზის მომღერლის, ჰანა ნორთედის ცხედარი გაერთიანებული სამეფოს სამხრეთით, სანაპიროზე იპოვეს. მომღერალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან გაუჩინარდა. ინფორმაციას The Daily Mail-ი ავრცელებს.
ნორთედი ისთბორნის სასტუმროდან ოთხშაბათს გავიდა და სახლში, ლონდონში არ მისულა. 43 წლის მომღერლის ცხედარი სანაპიროზე კლდის ძირას ნახეს. გამოძიება დაწყებულია.
ნორთედი შოტლანდიის სამეფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია. გამოდიოდა ალბერტ-ჰოლში და ბარბიქანის საკონცერტო დარბაზში. მას დედოფალ ელისაბედის და ტონი ბლერის წინაშეც აქვს ნამღერი.
მუსიკის მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, მან საკუთარი კომპანია VoiceCity Vocal Coaching-ი შექმნმა, სადაც ის თავადაც ასწავლიდა ვოკალს
imedinews.ge
No comments:
Post a Comment