Saturday, May 5, 2018

ახალციხეში სასაფლაოს ღობეების ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს

ახალციხეში, სოფელ ტატანისში, სასაფლაოებზე ღობეებისა და კარების ქურდობისთვის 27 წლის კაცი დააკავეს. ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე" წერს.
მერის წარმომადგენლის, ბორის შუბითიძის თქმით, სასაფლაოზე მოხსნილი ღობეები და კარები ადგილობრივებმა შენიშნეს.
„დაახლოებით, ხუთ დღის წინ სოფლის სასაფლაოზე ერთ–ერთი გარდაცვლილის საფლავს აკეთებდნენ, მაშინ ნახეს რომ სასაფლაოების ნაწილს კარები აღარ ჰქონდა და პოლიციას შეატყობინეს“, – ამბობს შუბითიძე. 
შეტყობინებიდან რამდენიმე დღეში, ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული გ.კ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. 
როგორც ბორის შუბითიძე ამბობს, ქურდობაში ბრალდებული მეზობელ სოფელში, სვირში სტუმრად იყო ჩამოსული.
გ.კ–ს ბრალი შვიდი საფლავის კარის, ალუმინის ღობეების მოპარვისთვის ედება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მათ ნაქურდალი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით დაიწყეს, რაც ქურდობას გულისხმობს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment