„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტოდ რამდენიმე კანდიდატს აქტიურად განიხილავს. თუმცა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კონკრეტული გვარების დასახელება არარელევანტური და ნაადრევია.
ეკა ბესელია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დასახელდება.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment