ევროპის ლიგის ფინალისტების ვინაობა ცნობილია. 16 მაისს ლიონში ერთმანეთს მადრიდის "ატლეტიკო' და "მარსელი" დაუპირისპრიდებიან.
გუშინ გამართულ განმეორებით შეხვედრებში ესპანელებმა "არსენალი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
მატჩის გმირი დიეგო კოშტა ფახდა , რომელმაც გოლი პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანა. "მარსელმა" კი ფინალში გასვლა დამატებით დროში მოახერხა. შეხვედრის ძირითადი დრო "ზალცბურგის" გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ორი მატჩის ჯამში ანგარიში 2:2 გახდა , რის გამოც დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც რონალდუს გოლმა "მარსელის" ბედი გადაწყვიტა ანგარიში 2:1 გახდა და ორი მატჩის ჯამში ფრანგულმა კლუბმა 3:2 მოიგო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment