Friday, May 4, 2018

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალ კვირას დაიწყებს მოძრაობას

დედაქალაქში მომავალ კვირას 1-ლი ელექტროავტობუსი გამოჩნდება. 
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა. 

ელექტროავტობუსის მოძრაობა 61-ნომერი ავტობუსის ხაზზე იგეგმება, რომლითაც ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს მგზავრობას.

„ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ელექტროავტობუსი. მერიასთან მოლაპარაკების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ 61-ნომერ ავტობუსზე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმოძრაოს და მოემსახუროს მოსახლეობას, რათა ნახონ რამდენად კომფორტულია, უსაფრთხოა და ა.შ. ეს არის 35-ადგილიანი ავტობუსი,“-აღნიშნა პატარაიამ. 

ცნობისთვის, კომპანია „ფრეგობასი“ ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან ერთად საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოებას გეგმავს. როგორც მურმან პატარაიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში 
ზუსტად ისეთი ელექტროავტობუსების წარმოება მოხდება, რომელიც რამდენიმე დღეში გამოჩნდება თბილისში
bpn.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment