Monday, June 19, 2017

1600–მდე სკოლაში მე–11 კლასის საატესტატო გამოცდას 39 000–ზე მეტი მოსწავლე აბარებს

ამ წუთებში საქართველოს 1600-მდე სკოლაში სკოლის გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს.
მე-11 კლასელებისათვის გამოსაშვები გამოცდები დღეს გეოგრაფიის გამოცდით დაიწყო და 22 ივნისს ქიმიის გამოცდით დასრულდება. მოსწავლეები გამოცდებს იმ საგნებში აბარებენ, რომელთა სწავლაც მე-11 კლასში დასრულდა. გამოცდა 4 საგანში (გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია) ტარდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისათვის 39 300-ზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული. იმ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ გადალახავენ ზღვარს რომელიმე საგანში (ან ვერ გამოცხადდებიან გამოცდაზე), შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი საგანი მე-12 კლასის ბოლოს ჩააბარონ დანარჩენ 4 გამოცდასთან (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) ერთად.
გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია – ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. სისტემა კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის ცოდნასა და შესაძლებლობებს არ დაადგენს.
მინიმალური გამსვლელი ქულაა 5.5. შეფასების ათვლა იწყება 5.0 ქულიდან და ზღვრის გადასალახად მოსწავლემ დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment