ქუთაისში აშენებული საუნივერსიტეტო ქალაქის, ტექნოლოგიური
უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას მართვის ორგანოების არჩევამდე
განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია შეასრულებს.
როგორც ცნობილია, ქუთაისში გეოლოგიური სამუშაოები უკვე დასრულდა. განაშენიანების გეგმაზე მუშაობა კი რამდენიმე თვე მიმდინარეობდა, სამუშაოების დაწყება კი, ივლისშია დაგეგმილი. განათლების მინისტრის თქმით, დაწესებულება პირველ სტუდენტს 2019 წელს მიიღებს.
“ეს იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის აშენებას “ქართუ ჯგუფი” დააფინანსებს და მისი ინვესტიციის მოცულობა 500 მილიონი იქნება“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის კანცელარიაში, სადაც განათლების სამინისტროსა და “ქართუ ჯგუფს” შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისა და უნივერსიტეტის აშენებაში ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს.
გარდა ამისა, დღესვე ხელი მოეწერა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კომპლექსის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმს.
“განაშენიანების დებულების გეგმის, რომელიც ფინანსირებული იყო “ქართუ ჯგუფის” მიერ, პირველი ეტაპი ორწლიან პერსპექტივაში განხორციელდება და მოიცავს ერთ საუნივერსიტეტო კორპუსს, საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ შენობას. პირველ ეტაპზე 2-3 ათას სტუდენტამდე მივიღებთ, ჯამურად, უნივერსიტეტის ტევადოდა, 50 ათასიდან 60 ათას სტუდენტამდე იქნება”, – აცხადებდა “ქართუ ჯგუფის” წარმომადგენელი ვახტანგ ცაგარელი.
სხვა სამუშაოებთან ერთად ადგილზე უნდა მოეწყოს რეკრეაციული ზონა, რისთვისაც უნდა განაშენიანდეს ტყე. ასევე საჭიროა მოწესრიგდეს წყალგაყვანილობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
edu.aris.ge

No comments:
Post a Comment