საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლადამთავრებულ 17 წლის ბიჭს პასუხობს, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა რომ, აღნიშნული წერილის შინაარსს იცნობს:
"წერილს გავეცანი. ამ ადამიანისთვის, მისი წერილით თუ ვიმსჯელებთ, ყველა დამეთანხმება, რომ არაჩვეულებრივად უსწავლებიათ მის პედაგოგებს - წერაც, აზროვნებაც, არგუმენტირებაც, სოციალური ცხოვრების თავისებურებებიც. მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი პედაგოგები გვყავს საქართველოში და ასეთ ახალგაზრდებს ზრდიან", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს 17 წლის ბიჭის წერილი გავრცელდა, რომელიც იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. სკოლადამთავრებული მინისტრს თავისი სასწავლებლის მაგალითით უყვება, რა მდგომარეობაშია საქართველოში განათლების სისტემა და იმედს იტოვებს, რომ ის ბოლო კურსდამთავრებული იქნება, რომელსაც 12 წლის განმავლობაში არაფერი მიუღია სკოლიდან.
http://npa.ge/
No comments:
Post a Comment