Friday, June 16, 2017

საქართველოში ეროვნული სეისმორუკები იქმნება

ეროვნული სეისმორუკების შესაქმნელად, ეკონომიკის სამინისტროში კანადელმა სპეციალისტებმა ქართულ მხარეს პირველ სამუშაო შეხვედრაზე მსოფლიოში არსებული გამოცდილება გააცნეს. 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გვენცაძის განცხადებით, მათი დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს ევროკოდების შემუშავებაზე, რომლითაც სამშენებლო სფეროში არსებული ნორმები უნდა მოწესრიგდეს.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას ვალდებულება აქვს აღებული, არსებული ევროკოდები 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ეტაპობრივად, უმტკივნეულოდ დანერგოს
საუბარია 10 ევროკოდზე, რომლებიც საქართველოს რეალობას უნდა მოერგოს.
„სესმოკოდი 8“-თვის, უნდა შეიქმნას ტექნიკური კომიტეტი, რომელშიც უცხოელი ექსპერტების გარდა ადგილობრივი სპეციალისტები იქნებიან ჩართულნი. ამ მხრივ დახმარებას გვიწევს მსოფლიო ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“, - განაცხადა ნინო გვენცაძემ.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment