როგორც EDU.ARIS.GE – ს გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუმარტეს, ეს ქულები უნდა დააგროვოს მასწავლებლობის მსურველმა, რომ დადასტურებულად ჩაეთვალოს კომპეტენცია.
მინიმალური ზღვარი საგნებისა და კლასების მიხედვით
ქართული ენისა და ლიტერატურის (მე–7 – მე–12 კლასები); გეოგრაფიის (მე–7 – მე–12) კლასები; ისტორიის (მე–7 – მე–12 კლასები); ბიოლოგიის (მე–7 – მე–12 კლასები); ქიმიის (მე–7 – მე–12 კლასები); ფიზიკის (მე–7 – მე–12) კლასები; მათემატიკის (მე–7 – მე–12 კლასები); უცხოური ენების (1–ლი – მე–12 კლასები); სამოქალაქო განათლების (მე–7 – მე–12 კლასები); ქართულის, როგორც მეორე ენის (1–ლი – მე–12 კლასები); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების (1–ლი – მე–9 კლასები); მუსიკის (1–ლი – მე–9 კლასები); სპორტის (1–ლი – მე–12 კლასები); ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6) კლასები; ქართული ენა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6 კლასები); მათემატიკის (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6 კლასები); ქართული ენა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბინებისმეტყველების (1–ლი – მე–4 კლასები) საგნის გამოცდაში და ასევე, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში აპლიკანტმა იმისთვის, რომ საგნის გამოცდები ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 60%–ზე მეტი. კერძოდ:
ქართული ენია და ლიტერატურა მე–7 – მე–12 კლასები – 43 ქულა და მეტი.
მათემატიკა მე–7 – მე–12 კლასები – 32 ქულა და მეტი.
გეოგრაფია მე–7 – მე–12 კლასები – 36 ქულა და მეტი.
ბიოლოგია მე–7 – მე–12 კლასები – 38 ქულა და მეტი.
ქიმია მე–7 – მე–12 კლასები – 43 ქულა და მეტი.
ფიზიკა – მე–7 – მე–12 კლასები – 43 ქულა და მეტი.
ისტორია – მე–7 – მე–12 კლასები – 37 ქულა და მეტი.
სამოქალაქო განათლება – მე–7 – მე–12 კლასები – 37 ქულა და მეტი.
უცხოური ენები 1–ლი – მე–12 კლასები – 55 ქულა და მეტი.
ქართული როგორც მეორე ენა – 1–ლი – მე–12 კლასები – 58 ქულა და მეტი.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 1–ლი – მე–9 კლასები – 37 ქულა და მეტი.
მუსიკა – 1–ლი – მე–9 კლასები – 37 ქულა და მეტი.
სპორტი 1–ლი – მე–12 კლასები – 43 ქულა და მეტი.
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება – 1–ლი – მე–4 კლასები – 49 ქულა და მეტი.
ქართული ენა და ლიტერატურა – დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები – 40 ქულა და მეტი.
ბუნებისმეტყველება – დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები – 40 ქულა და მეტი.
მათემატიკა – დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები – 40 ქულა და მეტი.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – 43 ქულა და მეტი.
ტესტური ნაწილები და შემადგენლობა საგნების მიხედვით:
1.ქართული ენა და ლიტერატურის, მათემატისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (I-VI კლასები); ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI კლასები); მათემატიკის (I-VI კლასები); უცხოური ენებისა (I-VI კლასები) და ქართყლის როგორც მეორე ენის (I-XII კლასები) ტესტები რამდენიმე ნაწილისგან შედგება. რომლებშიც აპლიკანტმა, იმისთვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ზემოაღნიშნულ ბარიერთან (60%–ზე მეტი) ერთან უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ:
1. ქართული ენა და ლიტერატურის, მთემატიკის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელთათვის (I – IVკლასები) ტესტი შედგება 2 ნაწილისგან. აქედან ერთ ნაწილში – აკადემიური უნარების ნაწილში, მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 18) 40%–ზე მეტი –ანუ 8 ქულა ან მეტი.
2. ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები), მათემათიკის (დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები), ტესტები შედგება 2 ნაწილისაგან. აქედან ერთ ნაწილში – აკადემიური უნარების ნაწილში – აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 18) 40%–ზე მეტი –ანუ 8 ქულა ან მეტი.
3. უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად. აქედან 4 ნაწილში – ლაპარაკის, წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში, მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედზე მეტი, კერძოდ: ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 და მეტი. წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 და მეტი. მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 და მეტი. ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი.
4. ქართული როგორც მეორე ენა (I-XII კლასები) იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისთვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%–ზე მეტი. კერძოდ: მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11 – გამსვლელი 5 ქულა და მეტი. კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 28, ხოლო გამსვლელი 12 ქულა და მეტი. წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 – გამსვლელი 9 ქულა და მეტი. პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 25 – გამსვლელი 11 ქულა და მეტი. ხოლო ლაპარაკის ნაწილში გამსვლელი ქულაა 11 – აქედან გამსვლელია 5 ქულა და მეტი.
5. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისგან – პროფესიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარჩვევების (პრაქტიკული) ნაწილისგან. ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40% – ანუ 14 ქულა და მეტი.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment