რუსმა ჰაკერებმა, რომელთა სამიზნეშიც 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, აშშ-ს 21 შტატში საარჩევნო სისტემა გატეხეს და მათში შეაღწიეს.
ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა ამ განცხადების გავრცელებისას არ დააკონკრეტა, რომელ შტატებზე იყო საუბარი.
უწყების ცნობით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ საარჩევნო სისტემის გატეხვამ ბიულეტინების გაყალბება გამოიწვია.
ამერიკის საგამოძიებო სააგენტოები მიიჩნევენ, რომ მოსკოვი არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩაერია.
კრემლი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას უარყოფს.
on.ge
No comments:
Post a Comment