Thursday, June 22, 2017

თბილისში მცხოვრებთა 92% ქვეყნის მთავარ საფრთხედ ეკონომიკურ კრიზისს ასახელებს

კვლევითი ორგანიზაცია ACT Global-ი დაინტერესდა საკითხით, თუ რა ტიპის საფრთხეებს ელიან მომავალში თბილისის მცხოვრებლები. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, ყოველდღიურად, საინფორმაციო საშუალებები აქტიურად აშუქებენ სხვადასხვა ქვეყნებში მომხდარ ნეგატიურ მოვლენებს, როგორიცაა ტერორიზმი, ბუნებრივი კატაკლიზმები, ომი და ა.შ. სწორედ ამ საკითხებთან მიმართებაში გამოიკითხნენ თბილისის მცხოვრებლები.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ეკონომიკური კრიზისი თბილისში ყველაზე რეალურ საფრთხედ მიაჩნიათ – 92% ფიქრობს, რომ ქვეყანა უკვე დგას ამ საფრთხის წინაშე.
თბილისის მცხოვრებლების აზრით, ქვეყანა ასევე დგას ისეთი საფრთეების წინაშე, როგორებიცაა მიგრაცია (85%), ეკოლოგიური კატასტროფები (ჰაერის დაბინძურება, მწვანე საფარი და ა.შ) (85%), დემოგრაფიული კრიზისი (მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება) – (84%), ქართული ტერიტორიების ოკუპაცია სხვა ქვეყნების მიერ (83%) და ბუნებრივი კატაკლიზმები (სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა).
ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებად შედარებით ნაკლებად მოიაზრებენ  კრიმინალის გაძლიერება/მატებას (59%), სამოქალაქო დაპირისპირებას (48%), ომს (46%).
კვლევის ავტორების აზრით, საინტერესოა, რომ ტერორიზმი, რომელიც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, თბილისელების 37%-ს მიაჩნია საქართველოს წინაშე მდგარ რეალურ საფრთხედ.
გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის გზით, 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის ჩატარდა. კვლევის პერიოდი 2017 წლის 16-დან 19 ივნისამდე მონაკვეთს მოიცავს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. კვლევისას პირისპირ ინტერვიუს მეთოდი გამოიყენეს.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment