9 და 10 ივნისს საატესტატო გამოცდებზე ობიექტური მიზეზებით
ვერგამოცხადებული აპლიკანტებისათვის განმეორებითი გამოცდები ტარდება. ამ
შანსით სარგებლობა მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვინც განათლების სამინისტროს
განცხადებით გამოცდებამდე, ან გამოცდების შემდეგ მიმართეს და ვისი მიზეზიც
სამინისტრომ საპატიოდ მიიჩნია. წელს ასეთი სულ 35 პირია, ისინი გამოცდებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში ჩააბარებენ.
ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძე EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში განმარტავს თუ რა ითვლება საპატიო მიზეზად.
ივა მინდაძე: მაგალითად, წელს გვყავს რამდენიმე პიროვნება, რომელთაც საატესტატო გამოცდები აქვთ ჩასაბარებელი, მაგრამ ჯარში მსახურობენ, გაკვეულ მოვალეობას ასრულებდნენ და ამის გამო ერთი გამოცდა გაცდენილი აქვთ. ეს წინასწარ ჰქოდნათ გაცხადებული და საპატიო მიზეზად ითვლება.
დამატებით გამოცდაზე გამოსვლის წინაპირობა ისაა, რომ ადამიანს, რომელიც გამოცდაზე ვერ ცხადდება, ჰქონდეს მიზეზი, რომელსაც განათლების სამინისტრო საპატიოდ ჩაუთვლის. ასეთი შეიძლება იყოს ოპერაცია. გვყავს რამდენიმე ადამიანი, რომელთაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ და გამოცდაზე ამის გამო ვერ გამოვიდნენ.
ანუ, ობიექტურად ითვლება მიზეზები, რომელთა განკარგვაც პიროვნებას არ შეუძლია. მაგალითად, ჯარი სავალდებულო სამსახურია, რომელსაც თავისი ნებით ვერ ცვლის. იყვნენ ისეთი აბიტურიენტი მოსწავლეებიც, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ.
–საზღვარგარეთ ყოფნაც ითვლება საპატიოდ? თუ წასვლის მიზეზს გაჩნია?
–ი.მ: რა თქმა უნდა, გააჩნია რის გამოა წასული. ზღვაზე დასასვენებლად თუ წავიდა, ეს ალბათ საპატიოდ არ ჩაითვლება. თავად განათლების სამინისტრომ თუ მიავლინა მაგალითად ოლიმპიადაზე, ის დაიშვება. ასეთი შემთხვევები წინა წლებში გვქონდა.
–რა უნდა მოიმოქმედოს მოსწავლემ, თუკი წინასწარ ვერ შეძლო განცხადების შემოტანა იმის თაობაზე, რომ გამოცდაზე გამოცხადებას ვერ ახერხებს? ანუ, დაუგეგმავად თუ მოუწია გაცდენა?
–ი.მ: განათლების სამინისტროს უნდა მიმართოს, შესაბამისი დოკუმენტაცია დაურთოს და შემდეგ სამინისტრო საკმაოდ მოკლე ვადაში გადაწყვეტს, ითვლება თუ არა წარმოდგენილი მიზეზი საპატიოდ, დადებითი პასუხის შემთხვევაში ჩვენ გვაცნობებს და ამ ადამიანს გამოცდაზე დავუშვებთ.
მაგალითად, ერთ ადამიანს აპენდიციტის ოპერაცია გაუკეთდა, რაც წინასწარ არ იცოდა. საავადმყოფოში მწვავე შეტევით წაიყვანეს. ასევე, წელს არა, მაგრამ წინა წლებში გვქონდა შემთხვევა, როცა აპლიკანტი პოლიციის მიერ იყო დაკავებული და გამოცდაზე ვერ მოვიდა.
–პოლიციის მიერ დაკავება საპატიო მიზეზად ითვლება?
–ი.მ: თუ აღმოჩნდა, რომ უდანაშაულოდ დააკავეს, ერთი დღე გააჩერეს და გაცდენა მოუწია, კი. როგორც მახსოვს, 2-3 წლის წინ ეს საპატიოდ ჩაითვალა. წელს ასეთი შემთხვევა არ გვქონია.
–რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს აპლიკანტმა?
–ი.მ: ძირითადად ესაა ფორმა ასი,სამედიცინო დოკუმენტაცია.
–სკოლაში წარდგენა არაა საჭირო, პირდაპირ სამინისტროს უნდა მიმართონ?
–ი.მ: შეუძლიათ სკოლას მიმართონ და სკოლა გადაუგზავნის განათლების სამინისტროს. ასევე იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ჩვენ მოგვმართეს და ჩვენ გადავუგზავნეთ. ერთი სიტყვით, განაცხადის მიმღები განათლების სამინისტროა.
–თუკი სამინისტრომ აპლიკანტის მიზეზი საპატიოდ არ მიიჩნია, აქვს თუ არა მას გასაჩივრების უფლება?
–ი.მ: გასაჩივრების უფლება, ცხადია, აქვს. თუმცა, არ ვიცით რამდენად მოესწრება გასაჩივრება. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის შეიტანა განაცხადი. რაც უფრო ადრე შეიტანს, მით უფრო ადრე მიიღებს პასუხს. ბოლო წუთს განაცხადის მიღება ფიზიკურად ვერ მოესწრება. თუმცა, ასეთი შემთხვევები არც მახსენდება.
–განაცხადების მიღების ვადა სადამდეა?
–ი.ვ: ზოგი განაცხადი გამოცდების დაწყებამდე იყო შემოსული, ზოგიც შემდეგ. მკაცრი ლიმიტი არ არის, მაგრამ გამოცდა უკვე ხვალ ტარდება და გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე, ცხადია, საჭიროა.
–ანუ, ვინმემ დღეს რომ შეიტანოს განაცხადი, დაგვიანებულია?
–ი.მ: დიდი ალბათობით კი. სამინისტროში ეს უნდა განიხილონ, გადაწყვეტილება ჩვენ გვაცნობონ. ჩვენ კი ინფორმირებისა და განაწილების პროცესი დაწყებული და თითქმის დამთავრებულიც გვაქვს.
–წელს სულ რამდენი აპლიკანტი დაიშვა განმეორებით გამოცდაზე?
–ი.მ: 35-მდე.
მთელი საქართველოს მასშტაბით?
–ი.მ: დიახ.
–თუკი მოსწავლეს არა ერთი, არამედ რამდენიმე გამოცდა ჩაუვარდა, ყველას ჩაბარება ამ ორ დღეში მოუწევს?
–ი.მ: დიახ, ამ ორ დღეში უნდა ჩააბაროს ყველა გამოცდა, რომელიც ჩასაბარებელი აქვს. გვყავს კიდეც ისეთი მოსწავლეები, რომელთაც ორზე მეტი გამოცდა აქვთ ჩასაბარებელი.
–გამოცდების პრინციპი იგივეა?
–ი.მ: ზუსტად იგივეა, ოღონდ ჩვენს შენობაში ტარდება. თუკი მოსწავლე თბილისში არ ცხოვრობს, ჩამოსვლა მოუწევს.
–მომავალი წლისათვის შეიცვლება რამე ამ წესებში?
–ი.მ: ჯერ არ ვიცით. დამატებითი გამოცდა მას შემდეგ არსებობს, რაც გამოსაშვები გამოცდები შემოვიღეთ და ეს არ შეიცვლება.
მოამზადა თაკო მათეშვილმა

edu.aris.ge
No comments:
Post a Comment