Thursday, June 8, 2017

შსს - რუსთაველზე მენაყინე პოლიციის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავეს

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებენ პოლიეციელები ძალის გამოყენებით რუსთაველის გამზირზე ერთ პირს. თვითმხილველის თქმით, ვინც ვიდეო გაავრცელა, ზებრაზე გადასვლისას, პოლიციის მანქანა გაჩერდა და ქვეითად მოსიარულე, ნაყინის გამყიდველ მამაკაცს უთხრეს: „გაიმეორე, ბიჭო, რა თქვიო".
„თავიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს პოლიცია ხუმრობდა, სანამ ნაყინის ურიკითურთ გაქცეული მოქალაქე დაიჭირეს და ძალის გამოყენებით და ბორკილების დადებით მანქანაში ჩატენეს", - წერს ნიქო გორგილაძე სოციალურ ქსელში. 
შსს-ში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ მამაკაცის დაკავების მიზეზი პოლიციისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა.  
„აღნიშნულმა პირმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, უცენზურო სიტყვებით მიმართა სრულიად უმიზეზოდ. პოლიციელებმა მოუწოდეს მას, მოქცეულიყო ისე, როგორც შეესაბამებოდა მოქალაქეს, მან გაუწია წინააღმდეგობა და ის დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. სასამართლო იმსჯელებს მისი ჯარიმის შესახებ“,- განაცხადეს შსს-ში. 
liberali.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment