რუსთავში ცხოველისადმი სასტიკი
მოპყრობის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ჭყონდიდელის
დასახლებაში 60 წლამდე კაცმა ძაღლს მუცლის არეში ლურსმნიანი ჯოხით
ჭრილობები მიაყენა. ძაღლი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა ვეტერინარებმა მისი
გადარჩენა ვერ შეძლეს. ინფორმაციას Ipn ავრცელებს.
ფაქტის შესახებ თვითმხილველებმა და ცხოველთა უფლებების დაცვის საზოგადოების წარმომადგენელმა პოლიციას აცნობეს.
სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით მყისიერი რეაგირება მოახდინეს. ეჭვმიტანილი უკვე დაიკითხა და სისხლის სამართლის საქმე 259-ე მუხლით აღიძრა, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment