შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი
მღებრიშვილი შსს-ს მიერ აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში (United States
Coast Guard Academy – USCGA) სასწავლებლად წარგზავნილ ორ ახალგაზრდას -
ნიკოლოზ ტვილდიანს და სანდრო სტაჟაძეს შეხვდა.
სამინისტრომ აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში მის მიერ შერჩეული კანდიდატები წელს პირველად წარგზავნა. მინისტრმა სტუდენტებს აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში ჩარიცხვა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ნიკოლოზ ტვილდიანი ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული, ხოლო სანდრო სტაჟაძე „მომავლის სკოლის“ კურსდამთავრებულია. ხელშეკრულების თანახმად, აკადემიის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში იმსახურებენ.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment