Thursday, June 22, 2017

ცნობილია 7 ქალაქი, სადაც ლუდი ყველაზე იაფი ღირს

ევროპის მასშტაბით, ლუდი ყველაზე იაფი ბუდაპეშტის ბარებსა და რესტორნებში ღირს. ამის შესახებ ინფორმაციას Skyscanner-ის კვლევაზე დაყრდნობით Daily Mirror ავრცელებს.
ბუდაპეშტში ერთი კათხა ლუდის ფასი 1.2 ევროდან იწყება. ლუდის სიიაფის მხრივ, მეორე ადგილს ბელგრადი იკავებს. აქ ერთი კათხა ლუდი 1.3 ევრო ღირს.
მესამე ადგილზე კრაკოვია. კრაკოვში მდებარე ბარებსა და რესტორნებში ერთი კათხა ლუდის ფასი 1.8 ევროდან იწყება.
მეოთხე პოზიციას მიუნხენი იკავებს, სადაც ლუდის ფასი 3.4 ევროდან იწყება. მეხუთე ადგილზე ქალაქი ედინბურგია (4 ევრო).
მეექვსე და მეშვიდე ადგილებს ლონდონი (4.5 ევრო) და პარიზი (7 ევრო) ინაწილებენ.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment