Friday, June 23, 2017

შოთა არველაძე "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად წარადგინეს

შოთა არველაძე ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად წარადგინეს. 44 წლის ქართველმა მწვრთნელმა უზბეკურ კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
" "ფახთაქორს" დიდი ისტორია და საფეხბურთო ტრადიცია აქვს. ის აზიის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, მაგრამ სუპერკლუბი უნდა გახდეს. ასეთია კლუბის პრეზიდენტის მიზანი და იმედია, ამას შევძლებთ", - განაცხადა შოთა არველაძემ.
ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
მას საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გოჩა ტყებუჩავა დაეხმარება, სელექციაში კი - ძმა, ტყუპისცალი, არჩილ არველაძე.
პირველი მოთამაშე, რომელიც შოთა არველაძემ უზბეკურ გუნდში მიიწვია, ჩერნოგორიის ნაკრების მცველი მარკო სიმიჩია.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment