აშშ-ის გენერალურმა მდივანმა რექს დილერსონმა 15 ივნისს, რუსეთის მოქალაქეებს „რუსეთის დღე“ მიულოცა. მილოცვის შესახებ ინფორმაცია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მთელი ამერიკელი ხალხის სახელით, გილოცავთ რუს ხალხს რუსეთის დღეს. დღეს ჩვენს ქვეყნებს აქვთ უდიდესი პასუხისმგებლობა მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში. ვფირობ, რომ ამ მისიას, ჩვენ ყველაზე კარგად მაშინ ვასრულებთ, როცა ერთობლივად ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას“,- წერია მილოცვის ტექსტში.
12 ივნისს, რუსეთში „რუსეთის დღე“ მეთხუტმეტეჯერ აღინიშნა. ამერიკულმა მხარემ რუსეთისთვის ოფიციალური მილოცვა დააგვიანა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ მათ შეიმუშავეს ახალი წესი და ახლა უკვე ოფიციალური მილოცვები ქვეყნების საელჩოების მეშვეობით ხდება.
No comments:
Post a Comment