საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში ქალაქის ვიცემერის, გოგა რაზმაძის ოჯახის დაყაჩაღების შესახებ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცლებს.
გამოძების ინფორმაციით, 1986 წელს დაბადებულმა მ. ჯ.-მ, რომელიც, დაახლოებით, სამი წელია, გორში რაზმაძის ოჯახში ძიძად მუშაობს, რამდენიმე თვის წინ, სახლიდან ფარულად წამოიღო ოქროს ნივთები.
როგორც მან დაკითხვისას აღიარა, საძინებელ ოთახში მდგარი ტანსაცმლის კარადიდან გადმოიღო ჩანთა, სადაც მოთავსებული იყო ოქროს ნივთები, მათი ნაწილი ჩანთიდან ამოიღო, ხოლო დანარჩენი - კარადის თავზე დამალა. ბინიდან წამოღებული ოქროს ნივთები მ.ჯ.-მ ლომბარდში ჩააბარა. ხოლო იმის გამო, რომ ლომბარდიდან ოქროს ნივთების გამოხსნა ვერ შეძლო, ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო.

„მ.ჯ.-მ საძინებელ ოთახში და ლოჯიაში მდგარი კარადებიდან იატაკზე გადმოყარა ტანისამოსი და სხვა ნივთები, შემოსასვლელ კართან კი ოქროს სამკაულის ნაჭრის პატარა ტომრები დაყარა. შემდეგ მისაღები ოთახის კედელს თავი დაარტყა, რა დროსაც შუბლის არეში დაზიანება მიიყენა, საძინებელ ოთახში გავიდა, იატაკზე, ბავშვების საწოლთან დაჯდა და ოჯახის დიასახლისის მოსვლას დაელოდა. სახლში დაბრუნებულ დიასახლისს მ.ჯ.-მ მოატყუა, თოთქოს თავს ყაჩაღები დაესხნენ“, -წერია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გორის რაიონულ სამმართველოში აღნიშნულ ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„მ.ჯ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. უახლოეს პერიოდში, საქმეზე მოხდება კვალიფიკაციის შეცვლა შესაბამისი მუხლით“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment