"წლების განმავლობაში წრეზე დავდივართ და ეს ყველაფერი ყელში ამოვიდა. სამოქალაქო კონსოლიდაციის, ფართო მოძრაობის, ამა თუ იმ პარტიაში, სამოქალაქო სექტორსა და სხვა ორგანიზაციებში გაბნეული რესურსის მოკრების, შეთანხმების და შენების მასშტაბური პროცესის დაწყების გარეშე, ისევ იგივე სისტემურ პრობლემებთან გვექნება საქმე. თითქოს ვცვლით ხელისუფლებებს, მაგრამ სისტემა იგივე გვრჩება - დაკნინებული საბჭოური პერიოდის სახელისუფლო მართვის ვერტიკალი, რომელიც 25 წელია ხრავს და ძიძგნის ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიკურ პოტენციალს, ხანდახან ფსიქოლოგიურ გენოციდსაც კი უწყობს საკუთარ მოსახლეობას. ამ სისტემის ტრანსფორმაციას სჭირდება კონტრსისტემის აწყობა. კონტრსისტემის საფუძველი შეიძლება იყოს სამოქალაქო კონსოლიდაციის პროცესი, პარტნიორობა ", - განაცხადა კახა შარტავამ.
დავით უსუფაშვილმა პარტია "შენების მოძრაობის" პრეზენტაცია გამართა და წევრები წარადგინა. მათ შორისაა "ეროვნული ფორუმის" ყოფილი თავმჯდომარე კახა შარტავა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment